---
title: "მუხლი 10. სამოქალაქო — ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/10"
law: "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 2764463"
adopted: "2015-03-04"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. სამოქალაქო — ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/10

უსაფრთხოება 1. სამოქალაქო უსაფრთხოების სფერო მოიცავს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მიმართულებებს.

2. ამ კანონის მიზნებისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების სფერო მოიცავს აგრეთვე შემდეგ მიმართულებებს:
ა) ეკოლოგიური საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;
ბ) ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციებისგან ქვეყნის მოსახლეობისა და ტერიტორიის დასაცავად შესაბამისი მექანიზმების შემუშავება;
გ) საომარი მდგომარეობის, ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი სხვა კრიზისული ვითარების შედეგად მიყენებული ზიანის შემცირება, ქვეყნის მედეგობის უზრუნველყოფა;
დ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების შესაძლებლობათა განვითარება და მათი კოორდინაცია.
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/11.md
