---
title: "მუხლი 11. ინფორმაციული უსაფრთხოება — ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/11"
law: "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 2764463"
adopted: "2015-03-04"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ინფორმაციული უსაფრთხოება — ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/11

ინფორმაციული უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) საქართველოს საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;
ბ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცვის უზრუნველყოფა;
გ) კიბერსივრცეში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებების ნეიტრალიზაცია;
დ) კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარება;
ე) კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ინსტიტუციური კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება;
ვ) ელექტრონული მმართველობის სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ზ) კიბერსაკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შესაბამისი საგანმანათლებლო ბაზის ჩამოყალიბება და განვითარება;
თ) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი ელექტრონული მოპყრობის საშუალებათა ფიზიკური, ტექნიკური და პროგრამული დაცვის უზრუნველყოფა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/12.md
