---
title: "მუხლი 15¹. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვა ან/და განახლება — ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/15-1"
law: "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ"
article: "15^1"
identifier: "matsne 2764463"
adopted: "2015-03-04"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15¹. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვა ან/და განახლება — ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ, მუხლი 15¹ (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/15-1

1. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გადაიხედება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო განახლდება გადახედვის შედეგების გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ.

2. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, გადაიხედება და განახლდება ნებისმიერ დროს, ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითი ცვლილებისას.

3. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია გადაიხედება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო განახლდება ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №978 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/16.md
