---
title: "მუხლი 16. უწყებრივი დონის დოკუმენტები — ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/16"
law: "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 2764463"
adopted: "2015-03-04"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. უწყებრივი დონის დოკუმენტები — ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/16

1. უწყებრივ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება შესაბამის უწყებათა მიერ შემუშავებული კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების მეშვეობით.

2. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია:
ა) უწყებრივი კონცეფცია;
ბ) უწყებრივი სტრატეგია;
გ) დოქტრინა;
დ) პროგრამა.

3. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების სახეები განისაზღვრება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

4. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების რეგულირების სფერო და მათი დამტკიცების წესი განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3456 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3580 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6917 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3505 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/15-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/17.md
