---
title: "მუხლი 18. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები — ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/18"
law: "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 2764463"
adopted: "2015-03-04"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები — ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/18

1. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები მტკიცდება/მიიღება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, რომლებიც გამოიცემა/მიიღება ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.

2. მუნიციპალიტეტები უწყებრივი დონის ორგანიზაციულ დოკუმენტებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3456 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6917 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/19.md
