---
title: "მუხლი 19. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის, კოორდინაციის პროცესი და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები, ეროვნული სიტუაციური ოთახი — ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/19"
law: "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 2764463"
adopted: "2015-03-04"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის, კოორდინაციის პროცესი და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები, ეროვნული სიტუაციური ოთახი — ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/19

1. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესი ხორციელდება ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპის შესაბამისად.

2. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისთვის, გადახედვისა და განახლებისთვის იქმნება მუდმივმოქმედი ან დროებითი უწყებათაშორისი კომისიები ან/და სამუშაო ჯგუფები, რომელთა სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყება არის საქართველოს მთავრობა, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

3¹. ეროვნული სიტუაციური ოთახი არის შესაბამისი ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, რომელიც აქტიურდება საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი, კრიზისული ვითარების დროს, სადაც ხდება ინციდენტის ადგილიდან და ინფორმაციის (მათ შორის, ვიდეო- და აუდიოსიგნალების) სხვა შესაძლო წყაროდან მონაცემების ოპერატიულად მიღება/დამუშავება და საიდანაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ვითარებას პოლიტიკურ დონეზე მართავს.

4. (ამოღებულია - 31.10.2018, №3580).

5. (ამოღებულია - 07.12.2017, №1622).
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1622 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3580 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №978 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №800 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.
თავი III 1 (ამოღებულია)
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №800 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/19-1.md
