---
title: "მუხლი 6. სახელმწიფო თავდაცვა — ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/6"
law: "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 2764463"
adopted: "2015-03-04"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სახელმწიფო თავდაცვა — ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/6

სახელმწიფო თავდაცვის სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) სამხედრო საფრთხეების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება;
ბ) ქვეყანაზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საქართველოს თავდაცვის ძალებით უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება, მომზადება და საბრძოლო მზადყოფნა;
დ) ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების თავდაცვით მიზნებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;
ე) ქვეყნის ეკონომიკის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის საომარი მდგომარეობისთვის მომზადება და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება;
ვ) თავდაცვითი მიზნებისთვის მატერიალური რეზერვების შექმნა;
ზ) სამხედრო განათლების სისტემის, მეცნიერებისა და მრეწველობის განვითარება;
თ) უსაფრთხოებისა და სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3505 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2764463-erovnuli-usaprtkhoebis-politikis-dagegmvisa-da-koordinatsiis-wesis-she/7.md
