---
title: "მუხლი 13. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაცია — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/13"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
article: "13"
identifier: "2304"
adopted: "2005-12-16"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაცია — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/13

1. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციას სარეგისტრაციო მონაცემების მიხედვით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

2. თვითმმართველი ერთეულის სარეგისტრაციო მონაცემებია:
ა) თვითმმართველი ერთეულის დასახელება;
ბ) თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებები;
გ) თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციის თარიღი და რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო კოდი;
დ) თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/14.md
