---
title: "მუხლი 20. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/20"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
article: "20"
identifier: "2304"
adopted: "2005-12-16"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2014-07-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2014-07-04.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/20

ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები არიან:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო საკუთარი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით;
ბ) საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები, რომლებსაც ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო საკუთარი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით;
გ) საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები;
დ) მუნიციპალიტეტის გამგებელი და თვითმმართველი ქალაქის მერი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს თანხმობით. საკრებულოს თანხმობა მიღებულად ჩაითვლება, თუ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. გამგებლის (მერის) მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც (რომლებსაც) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე (თანამდებობებზე) ნიშნავს და თანამდებობიდან (თანამდებობებიდან) ათავისუფლებს გამგებელი (მერი);
ე) გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი);
ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი).
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის ორგანული კანონი №3680 - სსმ I, №43, 13.11.2006 წ., მუხ.288
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №4131 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ.,მუხ.508
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №5663 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
თავი V. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/21.md
