---
title: "მუხლი 24. საკრებულოს სხდომის მუშაობის ორგანიზება — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/24"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
article: "24"
identifier: "2304"
adopted: "2005-12-16"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2014-07-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 24. საკრებულოს სხდომის მუშაობის ორგანიზება — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2014-07-04.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2014-02-05), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/24

1. საკრებულოს მორიგ სხდომებს თვეში ერთხელ მაინც იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

2. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით;
ბ) (ამოღებულია);
გ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით;
დ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით;
ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით.

3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან 1 კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის ამ ვადაში მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს. საკრებულოს წევრთა გაფრთხილებას რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ინიციატორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარე. რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების) გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს დამსწრეთაგან უხუცესი წევრი.

4. საკრებულოს მუშაობის წესი განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №4131 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ.,მუხ.508

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/25.md
