---
title: "მუხლი 48. ადგილობრივი შესყიდვა — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/48"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
article: "48"
identifier: "2304"
adopted: "2005-12-16"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2014-07-04"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. ადგილობრივი შესყიდვა — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2014-07-04.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, მუხლი 48 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/48

1. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებით მომსახურების შესყიდვას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ახორციელებენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში ადგენენ საზოგადოებრივი მომსახურების გაწევის წესებს, დებენ ხელშეკრულებებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, აკონტროლებენ მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და მომსახურების გაწევის დადგენილი წესების დაცვას.

3. (ამოღებულია).
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის ორგანული კანონი №3680 - სსმ I, №43, 13.11.2006 წ., მუხ.288
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/49.md
