---
title: "მუხლი 5. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/5"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
article: "5"
identifier: "2304"
adopted: "2005-12-16"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/5

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტაში;
გ) (ამოღებულია – 24.11.2011, №5292);
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა საკუთარი ფუნქციების განხორციელებაზე;
ვ) (ამოღებულია);
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე;
თ) სახელმწიფოსა და თვითმმართველ ერთეულს შორის, აგრეთვე თვითმმართველ ერთეულებს შორის ურთიერთობათა დაფუძნება დახმარებასა და თანამშრომლობაზე, საერთო პრობლემების ერთობლივად ნებაყოფლობით გადაჭრაზე;
ი) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამიჯვნა;
კ) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შორის დავის სასამართლო წესით გადაწყვეტა;
ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო-ეკონომიკური დამოუკიდებლობა.
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის ორგანული კანონი №5292 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/6.md
