---
title: "მუხლი 55. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის კანონიერებისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/55"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
article: "55"
identifier: "2304"
adopted: "2005-12-16"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის კანონიერებისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, მუხლი 55 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/55

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების კანონიერებისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის:
ა) სახელმწიფო ზედამხედველობა;
ბ) აუდიტი;
გ) დამოუკიდებელი აუდიტი;
დ) შიდა აუდიტი და ინსპექტირება.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის ორგანული კანონი №5292 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/56.md
