---
title: "მუხლი 6⁷. 1 — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/6-7"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
article: "6^7"
identifier: "2304"
adopted: "2005-12-16"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6⁷. 1 — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, მუხლი 6⁷ (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/6-7

1. ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც , საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად , ითვლება იმ ფიზიკურ პირთა საკუთრებად, რომელთა კანონიერ სარგებლობაშიც იმყოფება ისინი , და რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლით.

2. მიწა, რომელიც ექვემდებარება საკუთრების უფლებით გადაცემას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრებაში გადაიცემა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით, რომელთა განკარგვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ამ კანონის ამოქმედებამდე, გადაწყვეტილება მიღებულ ი უნდა იქნეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე.

4. დაურეგისტ რ ირებელი ან/და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები , რომლებიც , ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებ ია , საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება დ .

5. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზე და ც სათანადო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია შენობა-ნაგებობები, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული, სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას დაქვემდებარებული მიწებისა, რეგისტრირდება ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4330 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.24 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის ორგანული კანონი №3965 - სსმ I, №74, 24.12.2010 წ.,მუხ.446 თავი XV. დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/7.md
