---
title: "მუხლი 62. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/62"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
article: "62"
identifier: "2304"
adopted: "2005-12-16"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, მუხლი 62 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/62

1. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება ხდება საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებითა და საქართველოს პარლამენტის თანხმობით გამოსცემს ბრძანებულებას საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შესახებ. საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის მართვა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1232 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/63.md
