---
title: "მუხლი 63. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/63"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
article: "63"
identifier: "2304"
adopted: "2005-12-16"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, მუხლი 63 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/63

1. საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება, თუ:
ა) თვითმმართველი ერთეული გაუქმდა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით;
ბ) საკრებულოს წევრთა რაოდენობა ნახევარზე მეტით შემცირდა;
გ) საკრებულომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიღებიდან 3 თვეში არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.

2. საქართველოს მთავრობა იღებს დადგენილებას საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

3. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის მართვა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის ორგანული კანონი №3680 - სსმ I, №43, 13.11.2006 წ., მუხ.288
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის ორგანული კანონი №2441 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.357
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1232 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
თავი XIII. გარდამავალი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/62.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/64.md
