---
title: "მუხლი 64. თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მინიჭების დროებითი წესი — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/64"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
article: "64"
identifier: "2304"
adopted: "2005-12-16"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მინიჭების დროებითი წესი — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, მუხლი 64 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/64

1. თვითმმართველი ერთეულის სტატუსი ენიჭებათ 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:
ა) საქართველოს იმ ქალაქებს, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში;
ბ) საქართველოს რაიონებს;
გ) ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის თემებს.

2. მუნიციპალიტეტის, რომელიც წარმოადგენს დასახლებათა ერთობლიობას, ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრება 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამისი რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ხოლო ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრად – 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამისი თემების ადმინისტრაციული ცენტრები.

3. საქართველოს იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი და უფლებამოსილება, ამ კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, განისაზღვრება საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/65.md
