---
title: "მუხლი 66. დასახლებათა და თვითმმართველ ერთეულთა ადმინისტრაციული საზღვრების დადგენის დროებითი წესი — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/66"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
article: "66"
identifier: "2304"
adopted: "2005-12-16"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66. დასახლებათა და თვითმმართველ ერთეულთა ადმინისტრაციული საზღვრების დადგენის დროებითი წესი — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, მუხლი 66 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/66

1. დასახლებების ადმინისტრაციულ საზღვრებად დგინდება ამ კანონის მიღების დროისათვის დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრები.

2. თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრები დგინდება თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებების ამ კანონის ამოქმედების დროისათვის არსებული ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით.

3. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაციის შესახებ განცხადებას და სარეგისტრაციო მონაცემებს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარე. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაცია ხდება ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების საფუძველზე.

4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის სააგენტომ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტთან კონსულტაციით საქართველოს მთავრობას წარუდგინოს საკანონმდებლო ინიციატივის პროექტი, რომლითაც განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საზღვრების დადგენის წესი და პროცედურები არა უგვიანეს 2011 წლის 1 იანვრისა.
საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის ორგანული კანონი №3680 - სსმ I, №43, 13.11.2006 წ., მუხ.288
საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/65-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/67.md
