---
title: "მუხლი 8. თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოები — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/8"
law: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
article: "8"
identifier: "2304"
adopted: "2005-12-16"
consolidated_as_of: "2014-02-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოები — ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-02-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2014-02-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/8

1. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოთა გამოყენების წესის დაცვით თვითმმართველ ერთეულს აქვს გერბი და დროშა.

2. თვითმმართველი ერთეულის გერბს და დროშას საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე და მისი თანხმობით ადგენს თვითმმართველი ერთეულის საკრებულო. თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოები ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სახელმწიფო რეგისტრაციას.

3. თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით .
საქართველოს 2008 წლის 21 ოქტომბრის ორგანული კანონი №378 - სსმ I, №28, 30.10.2008 წ., მუხ.171
საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2946 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.125
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1232 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27802-adgilobrivi-tvitmmartvelobis-shesakheb/9.md
