---
title: "მუხლი 3¹. ნარკოვაჭრობა, ნარკომოვაჭრე — ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27814-organizebuli-danashaulisa-da-reketis-shesakheb/3-1"
law: "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ"
article: "3^1"
identifier: "2354"
adopted: "2005-12-20"
consolidated_as_of: "2025-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3¹. ნარკოვაჭრობა, ნარკომოვაჭრე — ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ, მუხლი 3¹ (consolidated as of 2025-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27814-organizebuli-danashaulisa-da-reketis-shesakheb/3-1

1. ნარკოვაჭრობა − ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაცია ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა.

2. ნარკომოვაჭრე − პირი, რომელიც ახორციელებს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციას ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობას. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №502 – ვებგვერდი, 17.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №926 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27814-organizebuli-danashaulisa-da-reketis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27814-organizebuli-danashaulisa-da-reketis-shesakheb/4.md
