---
title: "მუხლი 4. ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი, დაკავშირებული პირი — ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27814-organizebuli-danashaulisa-da-reketis-shesakheb/4"
law: "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ"
article: "4"
identifier: "2354"
adopted: "2005-12-20"
consolidated_as_of: "2025-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი, დაკავშირებული პირი — ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27814-organizebuli-danashaulisa-da-reketis-shesakheb/4

1. რეკეტირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი არის მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი, აგრეთვე რეკეტირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან/„კანონიერ ქურდთან“ ან ნარკომოვაჭრესთან მუდმივად მცხოვრები პირი.

2. რეკეტირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან ნარკომოვაჭრის ახლო ნათესავი არის მისი პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი.

3. რეკეტირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან/„კანონიერ ქურდთან“ ან ნარკომოვაჭრესთან დაკავშირებული პირი არის პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება, ამასთანავე, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია რეკეტის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან ნარკომოვაჭრის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს რეკეტირი, „ქურდული სამყაროს“ წევრი/„კანონიერი ქურდი“ ან ნარკომოვაჭრე. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2150 – ვებგვერდი, 01.05.2018წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №502 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27814-organizebuli-danashaulisa-da-reketis-shesakheb/3-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27814-organizebuli-danashaulisa-da-reketis-shesakheb/5.md
