---
title: "მუხლი 5. რეკეტული ქონება, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ქონება, ნარკომოვაჭრის ქონება — ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27814-organizebuli-danashaulisa-da-reketis-shesakheb/5"
law: "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ"
article: "5"
identifier: "2354"
adopted: "2005-12-20"
consolidated_as_of: "2025-07-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. რეკეტული ქონება, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ქონება, ნარკომოვაჭრის ქონება — ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ

> Text consolidated as of 2025-07-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-07-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27814-organizebuli-danashaulisa-da-reketis-shesakheb/5

1. რეკეტული ქონება არის რეკეტის შედეგად მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან რეკეტირთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

2. „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ქონება არის „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან „ქურდული სამყაროს“ წევრთან/„კანონიერ ქურდთან“ დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

2¹. ნარკომოვაჭრის ქონება არის ნარკომოვაჭრის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ან ნარკომოვაჭრესთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

3. რეკეტული ქონება, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“  ქონება, ნარკომოვაჭრის ქონება ექვემდებარება ჩამორთმევას და მესამე პირის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს.

4. რეკეტული ქონების, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ქონების, ნარკომოვაჭრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2150 – ვებგვერდი, 01.05.2018წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №502 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27814-organizebuli-danashaulisa-da-reketis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27814-organizebuli-danashaulisa-da-reketis-shesakheb/6.md
