---
title: "მუხლი 10 — ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2788241-psikosotsialuri-sachiroebidan-gamomdinare-ekspertizis-chatarebis-shesa/10"
law: "ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ"
article: "10"
identifier: "3342-IIს"
adopted: "2015-03-20"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10 — ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2788241-psikosotsialuri-sachiroebidan-gamomdinare-ekspertizis-chatarebis-shesa/10

1. მულტიდისციპლინური ჯგუფის თითოეული წევრი ცალკე აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სფეროში პირის მიერ გადაწყვეტილების მხარდაჭერის გარეშე მიღების შესაძლებლობას.

2. მულტიდისციპლინური ჯგუფი ვალდებულია:
ა) დაადგინოს პირის ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხი;
ბ) დაადგინოს პირის მოქმედებების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შეზღუდვის ხარისხი;
გ) შეაფასოს პირის გარემოსთან ურთიერთქმედება;
დ) დაადგინოს პირის სოციალური ადაპტაციის ხარისხი;
ე) შეაფასოს პირის მდგომარეობის გაუმჯობესების/გაუარესების შესაძლებლობა;
ვ) უპასუხოს სასამართლოს მიმართვაში დასმულ კითხვებს;
ზ) დაადგინოს პირის იმ სფეროში მხარდაჭერის აუცილებლობა, რომელიც აღნიშნულია განცხადებაში;
თ) თუ ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდება, რომ აუცილებელია პირის მხარდაჭერა სხვა სფეროში, გარდა განცხადებაში აღნიშნულისა, მიუთითოს შესაბამისი სფერო;
ი) გამოიკვლიოს და დაადგინოს სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2788241-psikosotsialuri-sachiroebidan-gamomdinare-ekspertizis-chatarebis-shesa/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2788241-psikosotsialuri-sachiroebidan-gamomdinare-ekspertizis-chatarebis-shesa/11.md
