---
title: "მუხლი 13 — ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2788241-psikosotsialuri-sachiroebidan-gamomdinare-ekspertizis-chatarebis-shesa/13"
law: "ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ"
article: "13"
identifier: "3342-IIს"
adopted: "2015-03-20"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13 — ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2788241-psikosotsialuri-sachiroebidan-gamomdinare-ekspertizis-chatarebis-shesa/13

1. მულტიდისციპლინური ჯგუფი ექსპერტიზის ჩატარების შედეგად გასცემს დადებით ან უარყოფით დასკვნას.

2. აკრძალულია დადებითი დასკვნის გაცემა მხოლოდ იმ დიაგნოზის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს პირის გონებრივ/ინტელექტუალურ დარღვევას.

3. დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში უნდა მიეთითოს მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ განხორციელებული საექსპერტო მოქმედებები.

4. დადებით დასკვნაში უნდა მიეთითოს სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ რეკომენდებული ვადა.

5. ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა ტარდება სასამართლოს მიერ მიმართვიდან 1 თვის ვადაში.

6. მულტიდისციპლინური ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

7. მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრს კენჭისყრისგან თავის შეკავების უფლება არ აქვს.

8. მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში დასკვნას აფასებს სასამართლო.

9. განსხვავებული აზრის მქონე მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი ვალდებულია საკუთარი მოსაზრება წერილობით დაურთოს დასკვნას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2788241-psikosotsialuri-sachiroebidan-gamomdinare-ekspertizis-chatarebis-shesa/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2788241-psikosotsialuri-sachiroebidan-gamomdinare-ekspertizis-chatarebis-shesa/14.md
