---
title: "მუხლი 3 — ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2788241-psikosotsialuri-sachiroebidan-gamomdinare-ekspertizis-chatarebis-shesa/3"
law: "ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ"
article: "3"
identifier: "3342-IIს"
adopted: "2015-03-20"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3 — ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2788241-psikosotsialuri-sachiroebidan-gamomdinare-ekspertizis-chatarebis-shesa/3

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფსიქიატრი – შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირი;
ბ) ფსიქოლოგი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ფსიქოლოგის კვალიფიკაცია;
გ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ სპეციალურად უფლებამოსილი პირი;
დ) ოკუპაციური თერაპევტი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ოკუპაციური თერაპევტის კვალიფიკაცია;
ე) ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი – პირი, რომლის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირად ცნობის საკითხი განიხილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
ვ) ბიურო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;
ზ) დადებითი დასკვნა – დასკვნა, რომლითაც დასტურდება პირის ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში;
თ) უარყოფითი დასკვნა – დასკვნა, რომლითაც არ დასტურდება პირის ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2788241-psikosotsialuri-sachiroebidan-gamomdinare-ekspertizis-chatarebis-shesa/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2788241-psikosotsialuri-sachiroebidan-gamomdinare-ekspertizis-chatarebis-shesa/4.md
