---
title: "მუხლი 4 — ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2788241-psikosotsialuri-sachiroebidan-gamomdinare-ekspertizis-chatarebis-shesa/4"
law: "ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ"
article: "4"
identifier: "3342-IIს"
adopted: "2015-03-20"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4 — ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2788241-psikosotsialuri-sachiroebidan-gamomdinare-ekspertizis-chatarebis-shesa/4

1. ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა არის დისციპლინათაშორისი საქმიანობა, რომელიც მოიცავს სამედიცინო-ფსიქიატრიული, ფუნქციური, ფსიქოლოგიური, სოციალური ადაპტაციის და სხვა ასპექტების შეფასებას.

2. ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების ძირითადი ამოცანაა პირის გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხის დადგენა, მისი სოციალური ადაპტაციის შეფასება და, აქედან გამომდინარე, პირის მხარდაჭერის თავისებურებების განსაზღვრა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2788241-psikosotsialuri-sachiroebidan-gamomdinare-ekspertizis-chatarebis-shesa/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2788241-psikosotsialuri-sachiroebidan-gamomdinare-ekspertizis-chatarebis-shesa/5.md
