---
title: "მუხლი 7 — ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2788241-psikosotsialuri-sachiroebidan-gamomdinare-ekspertizis-chatarebis-shesa/7"
law: "ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ"
article: "7"
identifier: "3342-IIს"
adopted: "2015-03-20"
consolidated_as_of: "2018-07-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7 — ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ

> Text consolidated as of 2018-07-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2018-07-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2788241-psikosotsialuri-sachiroebidan-gamomdinare-ekspertizis-chatarebis-shesa/7

ბიუროში ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩასატარებლად იქმნება მულტიდისციპლინური ჯგუფი 4 წევრის შემადგენლობით. ამ ჯგუფში შედიან ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ოკუპაციური თერაპევტი (ან პირი, რომელიც ფიზიკური, გონებრივი ან სოციალური თვალსაზრისით ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს შერჩეული სპეციფიკური აქტივობების საშუალებით მკურნალობს).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2788241-psikosotsialuri-sachiroebidan-gamomdinare-ekspertizis-chatarebis-shesa/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2788241-psikosotsialuri-sachiroebidan-gamomdinare-ekspertizis-chatarebis-shesa/8.md
