---
title: "მუხლი 10. პენსიის ადმინისტრირება — სახელმწიფო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/10"
law: "სახელმწიფო პენსიის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 27946"
adopted: "2005-12-23"
consolidated_as_of: "2026-04-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. პენსიის ადმინისტრირება — სახელმწიფო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო პენსიის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-04-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/10

1. პენსიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანოს უფლება-მოვალეობებია:
ა) პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება;
ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის, მართვის ავტომატიზებული საშუალებებისა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენება.

2. მაძიებელსა/პენსიონერსა და კომპეტენტურ ორგანოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამასთანავე, ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღებისთანავე.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 21
აპრილის
კანონი
№662
- ვებგვერდი, 10.05.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/11.md
