---
title: "მუხლი 12. პენსიონერის უფლება-მოვალეობები — სახელმწიფო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/12"
law: "სახელმწიფო პენსიის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 27946"
adopted: "2005-12-23"
consolidated_as_of: "2026-04-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. პენსიონერის უფლება-მოვალეობები — სახელმწიფო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო პენსიის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-04-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/12

1. პენსიონერს უფლება აქვს:
ა) მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) მიიღოს სოციალური დახმარებები ან/და სამედიცინო მომსახურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების გათვალისწინებით;
გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

2. პენსიონერი ვალდებულია:
ა) აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა;
ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 4 აპრილის კანონი №2117 – ვებგვერდი, 18.04.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/13.md
