---
title: "მუხლი 16. პენსიის შეჩერება და განახლება — სახელმწიფო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/16"
law: "სახელმწიფო პენსიის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 27946"
adopted: "2005-12-23"
consolidated_as_of: "2026-04-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. პენსიის შეჩერება და განახლება — სახელმწიფო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო პენსიის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2026-04-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/16

1. პენსია
შეჩერდება
ქვემოთ
ჩამოთვლილთაგან
ერთ
-
ერთი
საფუძვლის
წარმოშობის
მომდევნო
თვის
პირველი
რიცხვიდან
:
ა) პირის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას;
ბ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას;
გ) სხვა საფუძვლით, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.

2. პენსია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს პენსიის შეჩერების დღიდან 1 წლისა:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პენსიონერის მიერ კომპეტენტური ორგანოსათვის პენსიის განახლების შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – პენსიის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ.
საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4857 - სსმ I, №20, 16.06.2007 წ., მუხ.173
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 4 აპრილის კანონი №2117 – ვებგვერდი, 18.04.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/17.md
