---
title: "მუხლი 18. პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში — სახელმწიფო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/18"
law: "სახელმწიფო პენსიის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 27946"
adopted: "2005-12-23"
consolidated_as_of: "2026-04-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. პენსიის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში — სახელმწიფო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო პენსიის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-04-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/18

1. პენსია, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა.

2. პენსიის აღნიშნული თანხის მიღების თაობაზე რამდენიმე მემკვიდრის მიერ მიმართვისას კუთვნილი თანხა მათ შორის განაწილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VII. პენსიიდან თანხის დაკავება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/19.md
