---
title: "მუხლი 24¹. ზედმეტად გაცემული პენსიის ლეგალიზაცია — სახელმწიფო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/24-1"
law: "სახელმწიფო პენსიის შესახებ"
article: "24^1"
identifier: "matsne 27946"
adopted: "2005-12-23"
consolidated_as_of: "2026-04-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24¹. ზედმეტად გაცემული პენსიის ლეგალიზაცია — სახელმწიფო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო პენსიის შესახებ, მუხლი 24¹ (consolidated as of 2026-04-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/24-1

1. 2025 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

2. შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული პენსიის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე.

3. 2025 წლის 1 ნოემბრამდე პენსიიდან დაკავებული თანხა, აგრეთვე პენსიის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5869 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.24
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5253 - ვებგვერდი, 16.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6540 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის კანონი №1490 - ვებგვერდი, 11.11.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №198 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.
საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №609 – ვებგვერდი,14.06.2021წ.
საქართველოს 2026 წლის 28 აპრილის კანონი №1528 – ვებგვერდი,01.05.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/25.md
