---
title: "მუხლი 24. პენსიის დანიშვნისა და გაცემის გარდამავალი რეგულირება — სახელმწიფო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/24"
law: "სახელმწიფო პენსიის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 27946"
adopted: "2005-12-23"
consolidated_as_of: "2026-04-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. პენსიის დანიშვნისა და გაცემის გარდამავალი რეგულირება — სახელმწიფო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო პენსიის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-04-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/24

1. საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის დანიშვნასა და გაცემასთან დაკავშირებული საკითხების დროებითი რეგულირება ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ამ კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. თუ პენსიის დანიშვნა და გაცემა რეგულირდება სხვა საკანონმდებლო აქტებით, პენსია ინიშნება მხოლოდ ამ კანონით დადგენილ პირობათა დაკმაყოფილების შემთხვევაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/24-1.md
