---
title: "მუხლი 5. პენსიაზე უფლების წარმოშობა — სახელმწიფო პენსიის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/5"
law: "სახელმწიფო პენსიის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 27946"
adopted: "2005-12-23"
consolidated_as_of: "2026-04-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. პენსიაზე უფლების წარმოშობა — სახელმწიფო პენსიის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო პენსიის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-04-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/5

1. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.

2. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით.

3. პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

4. ამ
მუხლის
მე
-2
პუნქტის
მოქმედება
არ
ვრცელდება
„
სახელმწიფო
კომპენსაციისა
და
სახელმწიფო
აკადემიური
სტიპენდიის
შესახებ
“
საქართველოს
კანონის
მე
-5
მუხლის
მე
-2
პუნქტის
„
მ
“−„
ჟ
“
ქვეპუნქტებით
განსაზღვრულ
პირებზე
.
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2014
წლის 14
მაისის კანონი №2422 - ვებგვერდი, 22.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3896 - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 27
ივნისის
კანონი №2629
–
ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4614 – ვებგვერდი, 05.06.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/27946-sakhelmwipo-pensiis-shesakheb/6.md
