---
title: "მუხლი 1¹ — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2800-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shemosavlebis-samsakhuris-mier-momsak/1-1"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ"
article: "1^1"
identifier: "96"
adopted: "2010-03-30"
consolidated_as_of: "2026-11-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 1¹ — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-11-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ, მუხლი 1¹ (consolidated as of 2026-11-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/2800-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shemosavlebis-samsakhuris-mier-momsak/1-1

სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია;
ე) საქართველოს პროკურატურა;
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
თ) საქართველოს ეროვნული ბანკი;
ი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
კ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო „სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 4 2 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისგან.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №178 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1172
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 18.01.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 15.03.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის დადგენილება №283 - ვებგვერდი, 27.06.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №508 – ვებგვერდი, 20.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2800-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shemosavlebis-samsakhuris-mier-momsak/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2800-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shemosavlebis-samsakhuris-mier-momsak/1-10.md
