---
title: "მუხლი 1¹⁰ — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2800-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shemosavlebis-samsakhuris-mier-momsak/1-10"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ"
article: "1^10"
identifier: "96"
adopted: "2010-03-30"
consolidated_as_of: "2026-11-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 1¹⁰ — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-11-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ, მუხლი 1¹⁰ (consolidated as of 2026-11-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/2800-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shemosavlebis-samsakhuris-mier-momsak/1-10

1. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 54 ​​ 3 და 54 7 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონებისათვის მომსახურების გაწევის მოთხოვნით არასამუშაო დროს მიმართვის შემთხვევაში.

1¹. საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54 4 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფი ორმაგდება დროებით შენახვის დეკლარაციის არასამუშაო დროს შევსების შემთხვევაში.

2. საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 57-ე და მე-60–64 1 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება მომსახურების გაწევის მოთხოვნით არასამუშაო დროს მიმართვის (გარდა ელექტრონული ფორმით, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან მიმართვისა) შემთხვევაში.

3. არასამუშაო დროს მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები არ ორმაგდება იმ პირისათვის, რომელსაც „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი მინიჭებული აქვს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. ამ დადგენილების მიზნებისთვის, არასამუშაო დროა:
ა) საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში (გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთისა“) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 18 საათიდან მომდევნო დღის 10 საათამდე პერიოდი, შაბათს − 18 საათიდან ორშაბათის 10 საათამდე პერიოდი და უქმე დღეები;
ბ) გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 21 საათიდან მომდევნო დღის 10 საათამდე პერიოდი, შაბათს − 21 საათიდან ორშაბათის 10 საათამდე პერიოდი და უქმე დღეები.

5. საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
ა) მე-60–64 1 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურება არ გაიწევა შაბათს 18 საათიდან ორშაბათის 10 საათამდე პერიოდსა და უქმე დღეებში;
ბ) 54-ე, 54 ​ 3 , 54​ 4 , 54 7 , 68-ე, 68 ​​ 1 , 86-ე, 87-ე და 103-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას დეკლარაციის ან დროებით შენახვის დეკლარაციის შევსება არ განხორციელდება:
ბ.ა) შაბათს 18 საათიდან ორშაბათის 10 საათამდე პერიოდსა და უქმე დღეებში;
ბ.ბ) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 18 საათიდან მომდევნო დღის 10 საათამდე პერიოდში, გარდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით პრიორიტეტული წესით გაფორმებას დაქვემდებარებულ შემთხვევებში დეკლარაციის შევსებისა;
გ) 82​​ 1 და 82 3 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას საბაჟო დეკლარაციის შევსება არ განხორციელდება შაბათის 18 საათიდან ორშაბათის 10 საათამდე პერიოდსა და უქმე დღეებში.

6. ამ დადგენილების მიზნებისთვის უქმე დღეს არ წარმოადგენს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღე.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება №374 - ვებგვერდი, 12.10.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის დადგენილება №394 - ვებგვერდი, 18.10.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №437 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №468 - ვებგვერდი, 13.12.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 მაისის დადგენილება №197 - ვებგვერდი,01.06.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის დადგენილება №214 - ვებგვერდი, 15.06.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის დადგენილება №227 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის დადგენილება №89 – ვებგვერდი, 26.04.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის დადგენილება №118 – ვებგვერდი, 2 1.05.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №296 – ვებგვერდი, 18.11.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის დადგენილება №44 – ვებგვერდი, 15.01.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის დადგენილება №43 – ვებგვერდი, 15.01.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის დადგენილება №377 - ვებგვერდი, 12.06.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მარტის დადგენილება №86 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის დადგენილება №251 - ვებგვერდი, 13.06.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №461 - ვებგვერდი, 11.10.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №472 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №793 – ვებგვერდი, 28.12.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 აპრილის დადგენილება №195 – ვებგვერდი, 29.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №626 – ვებგვერდი, 29.12.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 აპრილის დადგენილება №201 – ვებგვერდი, 15.04.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 სექტემბრის დადგენილება №462 – ვებგვერდი, 20.09.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №616 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №548 – ვებგვერდი, 29.12.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 2 მაისის დადგენილება №163 – ვებგვერდი, 02.05.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 20 მაისის დადგენილება №168 - ვებგვერდი, 20.05.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 13 ივნისის დადგენილება №193 - ვებგვერდი, 14.06.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 მაისის დადგენილება №138 - ვებგვერდი, 05.05.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2800-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shemosavlebis-samsakhuris-mier-momsak/1-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2800-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shemosavlebis-samsakhuris-mier-momsak/1-11.md
