---
title: "მუხლი 1⁴ — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2800-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shemosavlebis-samsakhuris-mier-momsak/1-4"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ"
article: "1^4"
identifier: "96"
adopted: "2010-03-30"
consolidated_as_of: "2026-11-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 1⁴ — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-11-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ, მუხლი 1⁴ (consolidated as of 2026-11-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/2800-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shemosavlebis-samsakhuris-mier-momsak/1-4

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების განყოფილებებისა და გაფორმების ეკონომიკური ზონების მიერ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 54​ 3 , 54​ 4 , 54 6 , 54 7 , 57-ე და 86-ე გრაფებით, აგრეთვე საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს მიერ მე-60 − 64​ 1 გრაფებითა და საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ მიერ 59-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. „ოქროს სიის“ მონაწილე პირის კუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ხორბლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებასა და გაფორმებასთან დაკავშირებული,

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2800-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shemosavlebis-samsakhuris-mier-momsak/1-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2800-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shemosavlebis-samsakhuris-mier-momsak/1-5.md
