---
title: "მუხლი 1⁸ — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2800-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shemosavlebis-samsakhuris-mier-momsak/1-8"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ"
article: "1^8"
identifier: "96"
adopted: "2010-03-30"
consolidated_as_of: "2026-11-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 1⁸ — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-11-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ, მუხლი 1⁸ (consolidated as of 2026-11-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/2800-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shemosavlebis-samsakhuris-mier-momsak/1-8

1. გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარების მოთხოვნის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია მომსახურების საფასური გადაიხადოს საგადასახადო შემოწმების ჩატარებაზე საგადასახადო ორგანოს თანხმობის მიღებიდან 5 დღის ვადაში.

2. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-60–64 1 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის შემდგომ, დაინტერესებული პირის მიერ ექსპერტის დასკვნის მიღებამდე, გარდა ამ დადგენილების 1​ 4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 15.03.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №437 - ვებგვერდი, 25.11.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მარტის დადგენილება №86 - ვებგვერდი, 09.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 აპრილის დადგენილება №201 – ვებგვერდი, 15.04.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2800-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shemosavlebis-samsakhuris-mier-momsak/1-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2800-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shemosavlebis-samsakhuris-mier-momsak/1-9.md
