---
title: "მუხლი 1⁹ — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2800-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shemosavlebis-samsakhuris-mier-momsak/1-9"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ"
article: "1^9"
identifier: "96"
adopted: "2010-03-30"
consolidated_as_of: "2026-11-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 1⁹ — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-11-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ, მუხლი 1⁹ (consolidated as of 2026-11-13), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/2800-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shemosavlebis-samsakhuris-mier-momsak/1-9

1. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 76-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ ვრცელდება:
ა) მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე, აგრეთვე ინდივიდუალურ მეწარმეებზე;
ბ) ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაზე, აგრეთვე იმ საგადასახადო დეკლარაციებზე, რომელთა საგადასახადო ორგანოში ელექტრონული ფორმით წარდგენა ვერ ხორციელდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის არარსებობის გამო.

2. „სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-3, 33 1 , 35-ე, მე-40, 78-ე − 78 3 , 79-ე − 79 3 , 133-ე, 134-ე, 136-ე − 141-ე, 146-ე − 149-ე, 160-ე − 168-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება პირი, თუ იგი, ამ მომსახურების გაწევის მოთხოვნით, სსიპ − შემოსავლების სამსახურს განცხადებას წარუდგენს ელექტრონული ფორმით ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

2¹. „სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 142-ე − 143 1 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დისტანციური არხებით არ არის შესაძლებელი მომსახურების მიღება.

3. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 135-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის ელექტრონული ჟურნალის რეგისტრაციის მოთხოვნა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

4. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური ნახევრდება, თუ პირი ამ მომსახურების გაწევის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს განცხადებას წარუდგენს ელექტრონული ფორმით ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

5. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 142-ე და 143-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება პირი, თუ იგი ამ მომსახურების გაწევის მოთხოვნით სსიპ − შემოსავლების სამსახურს მიმართავს ვიდეოზარის ან სსიპ − შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით.

6. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 46 1 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება პირი იმ შემთხვევაში, როდესაც „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დაშვება მოთხოვნილი აქვს ტრანზიტის საბაჟო დეკლარაციის მხოლოდ თავისი სახელით შევსების მიზნით და საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენისას იგი წარმოადგენს დეკლარანტს.

7. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54 6 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება პირი იმ შემთხვევაში, როდესაც „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის საბაჟო დეკლარაცია ივსება მის მიერ და საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენისას იგი წარმოადგენს დეკლარანტს.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №121 - ვებგვერდი, 15.03.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 აპრილის დადგენილება №183 – ვებგვერდი, 27.04.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №423 – ვებგვერდი, 27.08.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის დადგენილება №43 – ვებგვერდი, 31.01.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 მაისის დადგენილება №138 - ვებგვერდი, 05.05.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 19 ნოემბრის დადგენილება №508 – ვებგვერდი, 20.11.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2800-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shemosavlebis-samsakhuris-mier-momsak/1-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2800-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-shemosavlebis-samsakhuris-mier-momsak/2.md
