---
title: "მუხლი 13³. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის, აგრეთვე თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პირობე — შრომითი მიგრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/13-3"
law: "შრომითი მიგრაციის შესახებ"
article: "13^3"
identifier: "3418-IIს"
adopted: "2015-04-01"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13³. შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის, აგრეთვე თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პირობე — შრომითი მიგრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომითი მიგრაციის შესახებ, მუხლი 13³ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/13-3

შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება დასაშვებია ყველა შემდეგი პირობის არსებობის შემთხვევაში:
ა) შრომით იმიგრანტსა (გარდა თვითდასაქმებული უცხოელისა) და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის დადებულია ამ კანონის 13 2 მუხლით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულება;
ბ) შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფლობს ამ კანონის 13 4 მუხლით გათვალისწინებულ შრომითი საქმიანობის უფლებას;
გ) შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფლობს შრომითი ბინადრობის ნებართვას, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზას ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვას.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/13-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/13-4.md
