---
title: "მუხლი 13⁶. შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები — შრომითი მიგრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/13-6"
law: "შრომითი მიგრაციის შესახებ"
article: "13^6"
identifier: "3418-IIს"
adopted: "2015-04-01"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13⁶. შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები — შრომითი მიგრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომითი მიგრაციის შესახებ, მუხლი 13⁶ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/13-6

1. შრომით იმიგრანტს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარი ეთქვას, თუ:
ა) განცხადებით წარდგენილია არასრულყოფილი ინფორმაცია ან/და სავალდებულო დოკუმენტაცია და ეს ხარვეზი მისი დადგენიდან 10 კალენდარულ დღეში არ აღმოიფხვრა;
ბ) შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადება ამ კანონის 13 5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვადების დარღვევით არის წარდგენილი;
გ) უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია და პოზიცია არ შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს ან არის იმ პროფესიებისა და სპეციალობების ჩამონათვალში, რომელიც შეზღუდულია ამ კანონის მე-5 მუხლის „ე 1 “ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილ ნუსხაში;
დ) დაწყებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება;
ე) მას არ აქვს წარდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების კრიტერიუმების დაკმაყოფილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია;
ვ) მას არ აქვს წარდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაცია.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1509 – ვებგვერდი, 15.04.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/13-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/13-7.md
