---
title: "მუხლი 13⁹. მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელება — შრომითი მიგრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/13-9"
law: "შრომითი მიგრაციის შესახებ"
article: "13^9"
identifier: "3418-IIს"
adopted: "2015-04-01"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13⁹. მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელება — შრომითი მიგრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომითი მიგრაციის შესახებ, მუხლი 13⁹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/13-9

1. უცხოელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლებისა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვის გარეშე, თუ ეს საქმიანობა ხორციელდება დროებითი ვიზიტის ფარგლებში, არ არის ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხანგრძლივი დასაქმება და კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან, ღონისძიებასთან ან მომსახურებასთან არის დაკავშირებული.

2. უცხოელის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განხორციელება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან, ღონისძიებასთან ან მომსახურებასთან არის დაკავშირებული. უცხოელის მიერ განსახორციელებელი მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობების ჩამონათვალი, აგრეთვე მათი განხორციელების ხანგრძლივობა, საქმიანობის მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობად მიჩნევის კრიტერიუმები და აღნიშნული საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3. მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელი უცხოელი არ მიიჩნევა შრომით იმიგრანტად ან თვითდასაქმებულ უცხოელად.
საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1509 – ვებგვერდი, 15.04.2026წ.
თავი IV
პასუხისმგებლობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/13-8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/14.md
