---
title: "მუხლი 13. საქართველოს მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან დამოუკიდებლად გამსვლელი პირის უფლებების, თავისუფლებებისა და კანო — შრომითი მიგრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/13"
law: "შრომითი მიგრაციის შესახებ"
article: "13"
identifier: "3418-IIს"
adopted: "2015-04-01"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. საქართველოს მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან დამოუკიდებლად გამსვლელი პირის უფლებების, თავისუფლებებისა და კანო — შრომითი მიგრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომითი მიგრაციის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/13

საქართველოს მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით საქართველოდან დამოუკიდებლად გამსვლელი პირის უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად ამ პირს უფლება აქვს:
ა) კონსულტაციის მისაღებად შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოს აცნობოს თავისი განზრახვის შესახებ და წარუდგინოს უცხოელ დამსაქმებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ასლი ან/და ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი ასლი, თუ ეს ხელშეკრულება ქართულ ენაზე არ არის დადებული;
ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით მიიღოს ინფორმაცია შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი ორგანოების მისამართებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3089 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
თავი III 1
შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/13-1.md
