---
title: "მუხლი 16¹. შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება — შრომითი მიგრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/16-1"
law: "შრომითი მიგრაციის შესახებ"
article: "16^1"
identifier: "3418-IIს"
adopted: "2015-04-01"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16¹. შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება — შრომითი მიგრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომითი მიგრაციის შესახებ, მუხლი 16¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/16-1

1. შრომითი იმიგრანტის მიერ ადგილობრივ დამსაქმებელთან/მომსახურების ორგანიზატორთან შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება, რომლისთვისაც შრომითი იმიგრანტი იღებს ანაზღაურებას, −
გამოიწვევს ადგილობრივი დამსაქმებლის/მომსახურების ორგანიზატორის (თითოეულ შრომით იმიგრანტზე ინდივიდუალურად) დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. შრომითი იმიგრანტის მიერ ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება −
გამოიწვევს შრომითი იმიგრანტის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

3. თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება −
გამოიწვევს თვითდასაქმებული უცხოელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა –
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

5. ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/16-2.md
