---
title: "მუხლი 16⁶. შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დარღვევა — შრომითი მიგრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/16-6"
law: "შრომითი მიგრაციის შესახებ"
article: "16^6"
identifier: "3418-IIს"
adopted: "2015-04-01"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16⁶. შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დარღვევა — შრომითი მიგრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომითი მიგრაციის შესახებ, მუხლი 16⁶ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/16-6

1. შრომითი იმიგრანტის მიერ ადგილობრივი დამსაქმებლის ან თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის ცვლილება, რომელზედაც გაცემულია შრომითი საქმიანობის უფლება, ამ უფლების განახლების გარეშე, −
გამოიწვევს შრომითი იმიგრანტის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა –
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

3. ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
თავი V
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/16-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/17.md
