---
title: "მუხლი 16. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშის წარუდგენლობა — შრომითი მიგრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/16"
law: "შრომითი მიგრაციის შესახებ"
article: "16"
identifier: "3418-IIს"
adopted: "2015-04-01"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშის წარუდგენლობა — შრომითი მიგრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომითი მიგრაციის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/16

1. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ამ კანონის მე-9 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის წარუდგენლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ, −
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3089 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/16-1.md
