---
title: "მუხლი 4. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებები — შრომითი მიგრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/4"
law: "შრომითი მიგრაციის შესახებ"
article: "4"
identifier: "3418-IIს"
adopted: "2015-04-01"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილებები — შრომითი მიგრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომითი მიგრაციის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/4

შრომითი მიგრაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სახელმწიფო მმართველობას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს მთავრობა, საქართველოს სამინისტროები და მათ სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოები, საქართველოს სახელმწიფო მინისტრები და მათი აპარატები, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/5.md
