---
title: "მუხლი 7. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია და სერტიფიცირება — შრომითი მიგრაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/7"
law: "შრომითი მიგრაციის შესახებ"
article: "7"
identifier: "3418-IIს"
adopted: "2015-04-01"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია და სერტიფიცირება — შრომითი მიგრაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შრომითი მიგრაციის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/7

1. საშუამავლო კომპანია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით განახორციელოს საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია და მისი სერტიფიცირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

2. აკრძალულია საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის ან/და შრომით მოწყობაში დახმარების განხორციელება საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის გარეშე.

3. საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5570 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2806732-shromiti-migratsiis-shesakheb/7-1.md
