---
title: "მუხლი 11. სარგებლობისა და ფლობის უფლებებთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/11"
law: "სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 28078"
adopted: "1998-06-11"
consolidated_as_of: "2011-12-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. სარგებლობისა და ფლობის უფლებებთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

> Text consolidated as of 2011-12-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-01-01.
> Cite as: სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2011-12-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/11

1. განსაზღვრული ვადით სარგებლობისა და ფლობის უფლებებთან (მათ შორის, იჯარის, ქირავნობის, თხოვების უფლებებთან) დაკავშირებული გარიგებების ღირებულება გამოიანგარიშება ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის ღირებულებიდან, რომელიც არ უნდა იყოს 5 წელზე გაანგარიშებულ ღირებულებაზე მეტი.

2. უვადო სარგებლობისა და ფლობის უფლებებთან დაკავშირებული გარიგების ღირებულებაა ამ უფლებების წლიური ღირებულების სამმაგი ოდენობა.

3. მიბარების გარიგების ღირებულება გამოიანგარიშება ხელშეკრულების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულებიდან ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდისათვის, მაგრამ არა უმეტეს 2 წლისა.

4. თუ სარგებლობის უფლება თავისი შინაარსით შეესაბამება რომელიმე სერვიტუტს, გარიგების ღირებულება განისაზღვრება ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/12.md
