---
title: "მუხლი 16. საერთო საკუთრებასთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/16"
law: "სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 28078"
adopted: "1998-06-11"
consolidated_as_of: "2011-12-20"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-01-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. საერთო საკუთრებასთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება — სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

> Text consolidated as of 2011-12-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-01-01.
> Cite as: სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2011-12-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/16

1. წილობრივ საკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის ან განსაზღვრული წესით ამ ქონებით სარგებლობის შესახებ გარიგების ღირებულებაა იმ ქონების ფასი, რომელიც ექვემდებარება გაყოფას ან რომლის მიმართაც განისაზღვრება სარგებლობის წესი.

2. საქორწინო ხელშეკრულების ღირებულებაა იმ ქონების ფასი, რომელიც ამ ხელშეკრულების საგანია. მხედველობაში მიიღება უკვე არსებული ქონება. საქორწინო ხელშეკრულების ღირებულება არ უნდა იყოს 60 ლარზე ნაკლები.

3. საკუთრების უფლების შესახებ მოწმობის გაცემისათვის საზღაური გამოიანგარიშება მოწმობაში მითითებული ქონების ფასის 20 %-დან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/28078-sanotaro-mokmedebata-shesrulebisatvis-sazghauris-shesakheb/17.md
